სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს.
უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ილია მეორემ დაკავებული დეკანოზის მონახულების სურვილი მასთან შეხვედრისას გამოთქვა. ამასთან, ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა.
„იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისათვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.