29 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში" გაიმართება „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის" მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხება სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების პრაქტიკასა და საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობას ამ მიმართულებით. შეხვედრაში, კლუბის წევრებთან და მაუწყებლების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარეც და თანამშრომლებიც მიიღებენ. დისკუსიის წარმართვაში მონაწილეობას მიიღებენ „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" და „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" წარმომადგენლებიც.
საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაციის, ასევე სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების ზოგადი ტენდენციების განხილვის შემდეგ, გაიმართება ღია დისკუსია, მაუწყებლების, ბიზნესორგანიზაციებისა და კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრა დასრულდება კლუბის სამომავლო საქმიანობების დაგეგმვის სესიით.
დღის წესრიგი:
მაია ტაკაშვილი
577244085
m.takashvili@gepra.ge
ეთუნა ცოტნიაშვილი
599512215
pr@cida.ge