საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა „იმედის დროში" „ობიექტივის" მიერ პატრიარქის ვიდეოს გავრცელებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ მიაწოდა ტელეკომპანიას ილია მეორის ვიდეომიმართვის სრული ჩანაწერი.
„ძალიან მიხარია, რომ „ობიექტივი" კვლავ აღმოჩნდა ის ობიექტური ტელევიზია, რომელმაც გაავრცელა პატრიარქის ჩანაწერის სრული ვერსია.
სამწუხაროდ, მე დღეს აღარ ვარ „ობიექტივი" და არანაირად არ შემიძლია დაგისახელოთ წყარო. მართლა არ ვიცი, ვინ მიაწოდა „ობიექტივს" ეს ჩანაწერი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.