ბრიუსელში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „Independent" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ოთხი ადამიანი ტერაქტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ოთხი პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოში. სამედიცინო პერსონალმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მსხვერპლის საერთო რაოდენობაა 35. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - წერს „ტვიტერში" ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.