logo_geo
eng_logo
მეუფე ვახტანგი: ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე, ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირია, როგორც ყველა
- +

21 თებერვალი. 2017. 13:52




„რაც დღეს ხდება ეკლესიაში, ეს არის შეთქმულება ეკლესიის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოსთან ცურტაველმა მიტროპოლიტმა (ტიტულარული) ვახტანგ ახვლედიანმა განუცხადა.

 

„ეს არის და ეს, მაგრამ მადლობა ღმერთს, პატრიარქი კარგად არის. დაბრუნდა, ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. არ ვიცით არაფერი, დაველოდოთ გამოძიებას. ნუ ვუსწრებთ მოვლენებს, ყველაფერი დალაგდება. ყველაფერი გაირკვევა", - მიმართა მიტროპოლიტმა მედიას.


ჟურნალისტების შეკითხვაზე, ვინ არის შეთქმულების ავტორი, მეუფე ვახტანგმა ვერ დააკონკრეტა. კითხვაზე, სჯერა თუ არა მას გამოძიების, მეუფე ვახტანგმა განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სჯერა, ზოგ შემთხვევაში კი - არა.


„მჯერა და არ მჯერა ზოგიერთი რაღაც, მაგრამ სიმართლე გაირკვევა, სიმართლე არ დაიმალება არასდროს. ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სიმართლე იზეიმებს, არ დაიკარგება. უფალი არ დაუშვებს, გჯეროდეთ", - განაცხადა ტიტულარულმა მიტროპოლიტმა.


მეუფე ვახტანგმა აქვე მედიის წარმომადგენლებს მიმართა:


„გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, გაუფრთხილდით ეკლესიას, ეს არის ერთადერთი ეროვნული, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. გაუფრთხილდით მას და არ გვინდა ეს სენსაციები, ვიღაცების კომპრომატები და ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.


მეუფე ვახტანგმა კომენტარი მამა გიორგი მამალაძის შესახებაც გააკეთა და განაცხადა, რომ მამა გიორგი ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირია.

 

„ნუ გავხადეთ მამა გიორგი მოწამე. არის ჩვეულებრივი, რიგითი სასულიერო პირი, როგორც ყველა. გაირკვევა სიმართლე. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ გაირკვევა სიმართლე და ყველაფერი დალაგდება", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner