უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ახალი თაობასთან" ინტერვიუში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა, რომელიც დამონტაჟებული სახით გავრცელდა, სრული ვერსია კი მოგვიანებით ტელეკომპანია „ობიექტივმა" გაავრცელა.
„ეს არც არის გასაკვირი. ამოჭრა და დაამონტაჟა იმან, ვინც ასე ღია ბრძოლა გამოუცხადა ჩვენს ეკლესიას. მტერი შიგნითაც ბევრია. ის, რაც დღეს ხდება, ამაზრზენი, გაუგებარი და მიუღებელია! ამის უკან დგანან ძალიან სერიოზული ბინძური ძალები, რომელთა ინტერესებშიც არის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის დასუსტება. პირველ რიგში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაანგრიოს ეს ქვეყანა. ამის სათავეში კი მიხეილ სააკაშვილი დგას, რომელიც სპეცსამსახურებთან ერთად მოქმედებს. ესენი არანაირად არ იცავენ ეკლესიას, იცავენ იმ მტრებს, რომლებიც ანგრევენ ეკლესიას", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.