logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე: თუ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ საჭიროა გაუთქმელობის შეთანხების დადება...
- +

21 თებერვალი. 2017. 14:34



„თუკი პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა გაუთქმელობის შეთანხების დადება, ვფიქრობ, რომ ალბათ საჭიროა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

 

„გაუთქმელობის თემასთან დაკავშირებით ყველა კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური შეფასების საგანი. მე, როგორც პარლამენტის წევრს, არა მაქვს გამოძიებაში ჩარევის და კონკრეტული დეტალების გაცნობის უფლება. აქედან გამომდინარე, ამ თემას ვერ შევაფასებ. თუ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა გაუთქმელობის შეთანხების დადება, ვფიქრობ, რომ ალბათ საჭიროა", - განაცხადა კილაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner