„ვიზა-ლიბერალიზაციასაც მივიღებთ, ინვესტიციებიც შემოვა და სამუშაო ადგილებიც იქნება", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი EPP-ის პრეზიდენტის განცხადებას. როგორც სესიაშვილი აცხადებს, „EPP-ის პრეზიდენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ზრახვები გააჟღერებინა".
„ნაციონალურმა მოძრაობამ" თავად მოხდინა საკუთარი ზრახვების ლუსტრაცია. თავად ვერ გაბედა, პოლიტიკური ზრახვებით მავნებლობა რომ ექნა ქვეყნისთვის, ამიტომ, ეს EPP-ის წარმომადგენლებს გააჟღერებინეს. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასაც მივიღებთ, ინვესტიციებიც შემოვა, სამუშაო ადგილებიც იქნება, ქვეყანაც განვითარდება და იმ პოლიტიკურ მავნებლებს ქართველი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლიმ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.