შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. ღონისძიება თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში, ყოველდღიურად, 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
მდინარე მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან და ლაქაშისგან გაიწმინდება, ასევე, განხორციელდება იმ გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება, ზოგ შემთხვევაში - კი მოჭრა, რომლებიც მტკვრის ჯებირს აზიანებენ.
შსს-ს საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტო მტკვრის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.