logo_geo
eng_logo
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს
- +

21 თებერვალი. 2017. 16:04



შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მდინარე მტკვრის მასშტაბურ გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ. ღონისძიება  თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მასში, ყოველდღიურად,  50-მდე მეხანძრე-მაშველი და სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა ჩართული.


მდინარე მტკვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან და ლაქაშისგან გაიწმინდება, ასევე, განხორციელდება იმ გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება, ზოგ შემთხვევაში - კი მოჭრა, რომლებიც მტკვრის ჯებირს აზიანებენ.


 შსს-ს საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტო მტკვრის გაწმენდით სამუშაოებში  მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner