ავტორი მარიამ პაიჭაძე
„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2" ის ინიციატივით გამართულ აქციაზე ისაუბრა.
მამრაძის განცხადებით, „რუსთავი 2" არის სააკაშვილის პირადი საკუთრება და ძმები ყარამანიშვილები ცრუმაგიერი პირები არიან.
„ერთი მხრივ „რუსთავი 2" - გამარჯვებული ხალხის გამარჯვებული ტელევიზია - გაანადგურა სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად 2004 წლის ზაფხულში. ყველა, ვისაც კი ჰქონდა ჟურნალისტის ღირსება, პროტესტის ნიშნად, საერთოდ წავიდა ტელეკომპანიიდან. „რუსთავი 2" თავისი პროპაგანდის მორჩილი რუპორი გახადეს. ასე მოდიან დღემდე.
„რუსთავი 2" სამართლებრივად სააკაშვილის პირადი საკუთრებაა და ყარამანიშვილები არიან ცრუმაგიერი პირები, ვინაიდან, ისინი სააკაშვილის მეგობრები არიან. სააკაშვილს რაც არ უნდა ჩაედინა, ერთხელ მაინც გააშუქა თავისუფალმა ტელევიზიამ? და სააკაშვილის დანაშაულს რომ არ აშუქებენ, გვარამია კადრულობს და დასავლურ მიმართულებას უწოდებს.
მარაზმია, რომ „რუსთავი 2"-ს თავისუფალი სიტყვის დამცველ სტრუქტურად ახსენებენ", - განაცხადა პეტრე მამარაძემ.