logo_geo
eng_logo
გურიის ტურისტული პოტენციალის შესწავლის საკითხებზე სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

21 თებერვალი. 2017. 16:38



გურიაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ტაძრების, მათ აღდგენა-პოპულარიზაციასა და გურიის ტურისტული პოტენციალის შესწავლის საკითხებზე სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად, საპროექტო ორგანიზაცია „ტაო ტბელის" ხელმძღვანელს რამაზ ებრალიძეს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის მმართველს დავით ხურციძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის" თავმჯდომარე მინდია სალუქვაძეს შეხვდა.


როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონში მნიშვნელოვანია მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა.

 

„ვისაუბრეთ გურიაში არსებულ კულტურულ ფასეულობებზე, ძეგლების აღდგენა-რესტავრაციასა და პოპულარიზაციაზე. ასევე, განვიხილეთ ტურისტული პოტენციალის კვლევის საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებით ხაზი გაესვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ ლიხაურში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და სამრეკლოს რეაბილიტაციის საკითხს, რომლის პროექტირებას ორგანიზაცია „ტაო ტბელი" ახორციელებს. შევთანხმდით ურთიერთთანამშრომლობაზე და მზად ვარ, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის იქნება საჭირო მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუთქვა", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner