logo_geo
eng_logo
„ჯერ „ნაცმოძრაობა“ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ და მერე, ნელ-ნელა, ყველაფერი დალაგდება“
- +

21 თებერვალი. 2017. 17:18



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ასავალ-დასავალთან" საქართველოს დროშის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დროშა აუცილებლად შესაცვლელია, თუმცა ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ჯერჯერობით ამისი დრო არ არის.


„ხუთჯვრიანი დროშის შეცვლას ვეთანხმები კი არა, ერთი სული მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერ ამ დროშის საქართველოსთვის ძალით თავსმომხვევი ნაცმოძრაობა" უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ და მერე, ნელ-ნელა, ყველაფერი დალაგდება. ახლა რომ სიმბოლიკის შეცვლის პროცესი დაიწყოს, ჯერ ერთი, უზარმაზარი თანხებია საჭირო, ყველა სახელმწიფო დოკუმენტზე და არამარტო, ფიზიკურად ხომ უნდა გამოიცვალოს ძველი ახლით?! ამასთან, მგონია, რომ დღეს, ცოტა კომიკური იქნება დროშებთან ბრძოლა, თუნდაც, სამართლიანი ბრძოლა, მაშინ, როდესაც მკვლელები ქუჩაში არათუ თავისუფლად დადიან, ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი აქვთ და ამ მიზნის მისაღწევად, დღესვე ამოწყვტენ ნახევარ საქართველოს", - ამბობს შარაძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner