logo_geo
eng_logo
მიხეილ რამიშვილი: მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემს
- +

21 თებერვალი. 2017. 18:33




დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას უახლოეს დღეებში მისცემს.


„მამა გიორგი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას მისცემს უახლოეს დღეებში, ანუ დუმილის უფლებას დაარღვევს. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ", - განაცხადა რამიშვილმა.


მისივე თმქით, ინფორმაცია, რომელიც დეკანოზს აქვს, ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერებას.


„ჩვენ ვთვლით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, მას აქვს გარკვეული ბაზა ინფორმაციის, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის მიმართ წაყენებული ბრალდების კანონიერებას", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner