შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 23 თებერვალს, 10:00 საათიდან დაიწყება.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2017 წლის აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდვითი ვერსია გამოსცა.
2017 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის" ბეჭდვითი ვერსიის შეძენა მსურველებს თბილისსა და რეგიონებში პრესის ჯიხურებსა და რეალიზაციის პუნქტებში შეუძლიათ.
„ცნობარში მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს, კერძოდ, სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, განმარტება გამოცდებისა და ფაკულტეტების მითითების შესახებ, ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ, შედეგების გამოქვეყნებისა და აპელაციის პროცედურა, ჩარიცხვისა და გრანტირების წესი. ცნობარში ასევე არის ცხრილი, რომელშიც მოცემულია უმაღლესი სასწავლებლების მონაცემები გამოცდების, მინიჭებული კოეფიციენტების, დადგენილი კვოტების, სწავლის საფასურისა და სხვა დეტალების შესახებ", - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.