„აბაშის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბუთში გამარჯვებული სასკოლო გუნდები დაჯილდოვდნენ", - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მაგიდის ჩოგბურთში ვაჟთა შორის I ადგილი დაიკავა პირველი საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილზე სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გოგონათა გუნდებიდან I ადგილი დაიკავა სოფელ კეთილარის საჯარო სკოლამ, II ადგილი კი ნაესაკოვოს საჯარო სკოლის გუნდმა.
ვაჟთა და გოგონათა გუნდებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ფრენბურთშიც. ვაჟებს შორის გაიმარჯვა სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის გუნდმა, II ადგილი კი სოფელ ტყვირის სკოლის გუნდმა დაიკავა. გოგონებს შორის I ადგილის მფლობელი გახდა პირველი საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო II ადგილი კი სოფელ მაიდანის საჯარო სკოლის გუნდს ერგო.
სასკოლო ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.