logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრს ფინანსური დახმარება გაუწია
- +

28 მარტი. 2016. 17:12



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დამწვარი ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანნი" მის პრეზიდენტ კოტე სვანაძესთან ერთად დაათვალიერა.


დეპუტატმა დამწვარი წიგნადი ფონდის აღდგენის მიზნით ახალგაზრდულ ცენტრს

საჩუქრად წიგნები გადასცა და ფინანსური დახმარება პირადად გაუწია.


მიმდინარე წლის 20 მარტს სამების საკათედრო ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებულ ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის ფონდი დაიწვა, სადაც ამავე ცენტრის პროექტის „მოსიარულე წიგნები" კუთვნილი ლიტერატურა ინახებოდა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, წიგნები სხვადასხვა მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის, სკოლებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის, საზღვარგარეთ არსებული ქართული ბიბლიოთეკებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის ნაწილდება.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner