კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოფიციალური მთავრობის განმარტებით, შეიძლება ნანატრი არჩევნების წელი არ მოვიდეს.
რატომ? - მათი განცხადებით, არჩევნების ჩატარება უბრალოდ ძალიან ძვირი ჯდება.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება ამ წელიწადს 1.8 მილიარდის მობილიზება", - განაცხადა კონგოს სახელმწიფო მინისტრმა პიერ კანგუდიამ, რომელიც ბიუჯეტზეა პასუხისმგებელი.
მისი თქმით ამ ეტაპზე ურჩევნია, რომ ენის სიწმინდე შეინარჩუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას „აფრიკა ნიუსზე" დაყრდნობით, WashingtonPost ავრცელებს.
კონგოს დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინა წელს არჩევნების ჩატარების ღირებულება 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი აშშ-ის არჩევნების ღირებულების თითქმის 2/3-ს შეადგენს.