logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: აბსოლუტურად ვიზიარებ პატრიარქის პოზიციას - საჭიროა გაირკვეს სიმართლე
- +

21 თებერვალი. 2017. 20:00



იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას და განწყობას,  „საჭიროა გაირკვეს სიმართლე, საჭიროა საქმეს ჰქონდეს სიცხადე და საზოგადოებას შესაძლებლობა, გაიგოს რასთან გვაქვს საქმე".  რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ბესელიამ განმარტა, რომ კანონმდებლობა მხოლოდ მსჯავრდებულის შეწყალებას ითვალისწინებს, ხოლო ბრალდებული პირი შეწყალებას არ ექვემდებარება.


„გამოძიების მიმდინარეობას რომ არ შეეშალოს ხელი და იყოს მუდმივი კოორდინაცია საქართველოს საპატრიარქოსთან, ბუნებრივია, ეს არის ძალინ კარგი პოზიცია და შემოთავაზება. გამოძიება მიმდინარებას კანონმდებლობის გათვალისწინებით და ამ პროცესში ყველა პირი იცავს კანონით გათვალისწინებულ წესებს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამოძიების პროცესში მოხდეს უკანონი ჩარევა ან ჩართვა. მე საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის შეფასება ასე გავიგე, რომ იყოს კოორდინირებული ქმედება და გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე მოხდეს ინფორმაციის მიწოდება როგორც საპატრიარქოსთვის, ისე საზოგადოებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner