logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩაფიძის კლინიკიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ
- +

21 თებერვალი. 2017. 20:02



ჩაფიძის გულის კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფო უნგიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ბრალდებულია ე.წ. ციანიდის საქმეში ჩაფიძის კლინიკიდან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანენ. აღნიშნა, რომ გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დეკანოზი ისევ ჩაფიძის კლინიკაში დაბრუნდება.


„ამ დროისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილი არ აქვს, იგეგმება დამატებითი გამოკვლევები სხვა კლინიკაში, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკას ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამ წუთას მიმდინარეობს შეთანხმება. გამოკვლევების შემდგომ პაციენტი ისევ დაბრუნდება ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა ექიმმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner