ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან „ავერსის" კლინიკაში გადაჰყავთ. დეკანოზი საავადმყოფოდან უკვე გაიყვანეს და რეანიმობილით, საბადრაგო სამსახურის თანხლებით, წაიყვანეს. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გამოკვლევები გახდა საჭირო, რის გამოც დეკანოზი „ავერსის" კლინიკაში გადაჰყავთ.