logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ადგილობრივ მწარმოებელს სჭირდება რეალური მხარდაჭერა!
- +

21 თებერვალი. 2017. 21:39



სიგარეტის ცნობილი ბრენდის, Marlboro-ს მწარმოებელ კომპანია Philip Morris -სს სააქციო საზოგადოება "თბილთამბაქოს" სასარგებლოდ 92 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. საქმე ეხება დემპინგს, ანუ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ლაბორატორიის განვითარების" დირექტორი, ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:


„ზოგი იმპორტიორი დემპინგს აკეთებს, ზოგს სუბსიდირებული საქონელი შემოაქვს. საბაჟო გადასახადს ისედაც არ იხდიან. ამ ყველაფრის გამო საქართველოში წარმოება ვერ ვითარდება და ხალხი უმუშევარია.  ორი ასეული ადამიანი მუშაობს თბილისის თამბაქოს ქარხანაში უშუალოდ, ხუთი ამდენი არაპირდაპირ ჰყავთ დასაქმებული. უცხოელები დემპინგს (პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა) იმიტომ აკეთებენ, რომ ქართული ქარხანა გაჩერდეს და შემდეგ ბაზარზე მონოპოლია მოიპოვონ.  სხვა სფეროებშიც იგივე ხდება. ადგილობრივ მწარმოებელს სჭირდება რეალური მხარდაჭერა!", - წერს გოგავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner