logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა საპატრიარქო დატოვეს
- +

21 თებერვალი. 2017. 22:07



საქართველოს საპატრიარქო პრემიერ-მინისტრმა, მთავარმა პროკურორმა, ვიცე-პრემიერებმა კახა კალაძემ და ალექსანდრე ჯეჯელავამ დატოვეს. არც პრემიერ-მინისტრს და არც მთავარ პროკურორს შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.


საპატრიარქოში, სავარაუდოდ, ამ დრომდე რჩებიან ე. წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირმა ჭკადუა და ჩაფიძის კლინიკის დირექტორი გულიკო ჩაფიძე. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.


მისი განმარტებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა, საქართველოს მთავარი პროკურორისგან დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მიიღეს, თუმცა მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. ის ასევე საზოგადოებას მოუწოდებს, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ მოაწყონ და საგამოძიებო ორგანოებს თავისუფლად გამოძიების შესაძლებლობა მისცენ.


საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და წმინდა სინოდის წევრების შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner