logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: კეთილშობილება მტრულად გიბრუნდებათ არა მარტო თქვენ, არამედ – ქართველ საზოგადოებასაც…
- +

21 თებერვალი. 2017. 22:37


 

„ბატონო ბიძინა, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ყოველთვიურად თანხას რომ უხდით და, ბევრს, ბევრს, უღირსი, უმადური საზოგადოების ვითომდა წარმოჩინებულთ, ხომ არ დაფიქრდებოდით?.. დათვური სამსახურია (არადა სიკეთეს აკეთებთ) ამგვარი კეთილშობილება და მტრულად გიბრუნდებათ არა მარტო თქვენ, არამედ - ქართველ საზოგადოებასაც...", - ამ სიტყვებით მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.


„არანაკლებად ვმოღვაწეობთ ჩვენ, ჯულიეტებზე არანაკლებად, მაგრამ, თქვენგან მოწყალებას არ ვიღებთ და არც ავიღებთ, რადგან, ჩვენთვის, საქართველო ღირებულია და, იქნებ გადახედოთ სიას, მზამზარეულად თქვენი თანხები რომ მისდით ყოველთვიურად სახლში და, ჩირად არ აგდებენ, მტრად გიხდებიან... ქველმოქმედებასაც ხომ საზღვარი აქვს?..

 

ხომ ხედავთ, „რუსათავი-2", ტელევიზია, რომელიც ცხრაწლიან ჯოჯოხეთს ჩქმალავდა, სწორედ იმ ადამიანების წახალისებით, რომლებიც თქვენით ჭამენ პურს, დემოკრატიულობისა და თავისუფალი სიტყვის ავანგარდად აცხადებენ?!..

 

თუ თქვენ ვერ ხედავთ, ჩვენ ვხედავთ ამას და, როგორც ჩანს, მალე დავიწყებთ დაუნახავთა და უმადურთა საწინააღმდეგო ქმედებებს!!!",- წერს შათირიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner