logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: პოლიციელების იმიჯის შელახვა კმარა!
- +

22 თებერვალი. 2017. 02:06


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ბოლო ხანს აშკარად მიზანმიმართული კამპანიაა გაჩაღებული ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მიმართ! დააბრალე და თავი იმართლონ პრინციპით! დღეს კიდევ ერთი მოკლეფეხებიანი ტყუილი გამომჟღავნდა. ტელეეკრანზე გამობრწყინდა სააკაშვილის დროინდელი ვაკის გამგებელი დავითაძე. ის, რომელიც თავად მიშას მტერი გახდა მერე გაურკვეველი ვადით. ვანოს და მიშას დროინდელ ზღაპრებს ყვება, ჩემი შვილიოო (შვილი, რომელიც რამდენიმეჯერ ნასამართლევია მძიმე ბრალდებებით) ასე მშვიდად იდგა პოლიციის წინ, დაკითხვაზე მყოფ მეგობარს ელოდებოდა, გაჩერდა მანქანა თავად ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი გადმოვიდა, დაინახა ჩემი შვილი, მოკიდა ხელი შეიყვანა, მოკლა ცემაში და გამოუშვაო. ვანოს ზღაპრებსაც არ გავდა ეს მარაზმი. შემდეგ გავრცელდა პოლიციის შენობაში დამონტაჟებული ვიდეოთვალის კადრები, მისი „ალალი" შვილი თვითონ როგორ შედის შენობაში და ზუსტად 8 წუთში როგორ გამოტასავდება. კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ მერამდენედ! პოლიციელების იმიჯის შელახვა კმარა! თორემ, რასაც მიიღებთ საბოლოოდ ნახავთ!", - წერს ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner