logo_geo
eng_logo
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჯაბა სამუშია თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
- +

22 თებერვალი. 2017. 10:41



ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში დედაქალქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ლექცია თემაზე - „1921წლის რუსული ოკუპაცია საქართველოში" წაუკითხა.


დეპუტატმა საქართველოს ანექსიის შესახებ დეტალურად ისაუბრა და მოზარდებს იმ  გმირების შესახებ უამბო, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს თავი. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, აუცილებელია, მომავალმა თაობამ უკეთესად შეისწავლოს ისტორია და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი წინაპრები  შესაბამისად დააფასოს.


დეპუტატის განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლებშიც განხორციელდება.


1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა.


ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ.


1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner