logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება და კოალიციურ რეჟიმშივე აგრძელებს მუშაობას
- +

28 მარტი. 2016. 17:20



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება და კოალიციურ რეჟიმშივე აგრძელებს მუშაობას.



შემიძლია ვთქვა ის, რაც დავით უსუფაშვილმა თქვა, რესპუბლიკური პარტია რჩება კოალიციაში, კოალიციურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და არც ერთი თანამდებობის პირი არ მიდის. შესაბამისად, აქ საუბარი რაიმე კოალიციურ ცვლილებებზე, კოალიციაში შემავალ პარტიებში ცვლილებებზე არ არის. თავად თქვა მან, რომ გაავრცელებენ განცხადებას, საარჩევნოდ თუ რა ფორმატში გააგრძელებს რესპუბლიკური პარტია მონაწილეობას. ეს არის სწორედ მათი უფლება, რომ თავად ისაუბრონ მათი პარტიის სამომავლო გეგმებზე. მე ის ვიცი, რომ დღეს ჩვეულებრივ კოალიციურ რეჟიმში ვმუშაობთ", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner