ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილის აზრით, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების საკითხი არ უნდა დადგეს, რადგან პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ეფექტურად იმუშავა.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ოპოზიციას ეჩქარება. ეჩქარება საზოგადოებასაც, რადგან საქმე ძალიან მნიშვნელოვან და სენსიტიურ საქმეს ეხება, მაგრამ გამოძიება ყველა დაგროვილ კითხვას გასცემს პასუხს. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. პროკურატურამ და სამართალდამცავმა სისტემამ ძალიან ეფექტურად იმუშავა. შესაბამისად, აღკვეთილ იქნა დანაშაული",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.