logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მთავარია, საბანკო ზედამხედველობა იყოს ობიექტურად ძლიერი
- +

22 თებერვალი. 2017. 16:17


 

„ბუნებაში არსებობს ორივე ვარიანტი, ჩვენ ამაზე შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთაც", -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა, მინისტრმა უპასუხა, რომ ამას შეცდომას ვერ დაარქმევს.


„აქ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შინაარს, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც საფინანსო სექტორის ბანკოცენტრული სისტემა გვაქვს. მე ამ თემას აღვიქვამ, რომ ეს იყო იმ კონტექსტში და იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში  მიღებული გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე და იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდისა და  ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მნიშვნელობა აქვს ყოველ გახარჯულ ლარს, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა,  ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი. მისი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია და ალბათ, კარგიც არის, თუმცა, შინაარსობრივ ნაწილს ეს არ ცვლის. ეს რეგულაცია შეიძლება იყო როგორც ბანკის გარეთ, ასევე მის შიგნით, მის ხასიათზე ეს არ აისახება. მთავარია, ის  იყოს ობიექტურად ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ საბანკო სისტემაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner