logo_geo
eng_logo
სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
- +

22 თებერვალი. 2017. 17:16


 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის გავლა აქამდე ამორტიზებულ შენობაში, არასაკმარისი ფართის პირობებში უწევდათ. ახალი ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად გახსნა. სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების, ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეაგათვლილი.

 

„შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. დღეს საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.მშენებლობა დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს.მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებს", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.


სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღი არის რიგით მე-5, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 1 წლის განმავლობაში აშენდა. მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღები აშენდა ჭანიეთის, წვერმაღალის, ცხემლისხიდისა და ბახვის ტერიტორიულ ერთეულებში.


 

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner