„პირველ რიგში, ძალიან მაგარი ადამიანი, კიდევ უფრო მაგარი კომპოზიტორი და თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი..." - წერს სოციალურ ქსელში მერაბ ადეიშვილი კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილზე.
„ასეთი ადამიანებია, რაზეც კიდევ დგას რწმენაც და იმედიც. ასე რომ, ეს საიუბილეო თარიღი ასე ჩუმად არც შეიძლება და არც გამოვა... ამიტომ ყველას, პირველ რიგში მათ, ვისაც ეს გევალებათ, მოგიწოდებთ, სათანადოდ დავაფასოთ და თავისი პატივი მივაგოთ დიდ მაესტროს..." - წერს ადეიშვილი.