საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, „აუდიტორია 115"-ის მიერ თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტირების საკითხი უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე თავად ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. მინისტრმა ასევე ორგანიზაციის წევრებს ექსტრემალური მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა და ურჩიათ, უნივერსიტეტის სტუდენტებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ.
„მოგეხსენებათ, უნივერსიტეტი ავტონომიურია და შესაბამისად, ეს საკითხიც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სტუდენტებს, „აუდიტორია 115"-ის წევრებს, რომ ნუ შეუშლიან ხელს თავის თანატოლებს, მითუმეტეს ნუ აირჩევენ ექსტრემალური გზას ტელევიზიებთან მიმართებაში. ძალიან აღმაშფოთებელი იყო ტელევიზიის შენობაში შეჭრა, ბიზნესის ტერიტორიაზე შესვლა. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შევეცდებით მოვუწოდოთ ამ ხალხს, რომ ექსტრემალური მოქმედებისგან თავი შეიკავონ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.