არასამთავრობო ორგანიზაცია „სიცოცხლის გადასარჩენად" იწყებს კამპანიას, რომლის მიზანიცაა აბორტის მავნებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება. კამპანიის პრეზენტაცია 29 მარტს, 12:00 საათზე ცინცაძის ქ N 1-ში გაიმართება.
კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია მოსახლეობაში გაავრცელებს საინფორმაციო ხასიათის პოსტერებსა და ბუკლეტებს აბორტის უარყოფითი მხარეების შესახებ.
კამპანიის მხარდამჭერია „ავერსი". აღნიშნული ფარმაცევტული კომპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სააფთიაქო ქსელში განათავსებს აბორტის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს.