logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ე.წ. ციანიდის საქმე ნახევარ საპატრიარქოს გადაიყოლებს!
- +

22 თებერვალი. 2017. 21:24



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს ეკლესიაში შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბნელი ძალები ეკლესიის თავზე ლიბერასტული ინტერნაციონალის დროშის აფრიალებას ვერ ეღირსებიან! როგორც მჟავანაძემ „ასავალ დასავალთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პატრიარქის ავადმყოფობის ჟამს თბილისში, გაერო-ს ოფისში, მორიგ სკანდალურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.


„მთელი ეს ბინძური კამპანია დაქოქეს „რუსთავი 2"-მა და მასთან ასოცირებულმა მუცლითმეზღაპრეებმა... უფრო უარესსაც გეტყვით - პატრიარქის ავადმყოფობით დრო იხელთეს და მღვდლებმა არამარტო ნატო-ს შტაბბინაში მოუხშირეს სემინარებზე სიარულს, არამედ ცოტა ხნის წინათ თბილისში, გაეროს ოფისში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სასულიერო პირებს ტრენინგები უნდა ჩაუტარონ მასზეც, რომ, თურმე, ძალადობა არის დასაგმობი და ა.შ", - აცხადებს მჟავანაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner