პატრიარქის ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, ილია მეორე დატოვებს თუ არა საპატრიარქოს, მასზეა დამოკიდებული. ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტაბილურად არის.
„მასზეა დამოკიდებული, თვითონ როგორც ჩათვლის საჭიროდ პატრიარქი. სტაბილურად არის. ახლა მივდივარ, უნდა მოვინახულო. ძალიან დიდი ოპერაცია გადაიტანა. საკმაოდ პრობლემები დახვდა და ვუფრთხილდებით მის ემოციურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას. ამჟამად მდგომარეობა კარგია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი მოითხოვს უფრო მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს", - განაცხადა შალვა პეტრიაშვილმა.