logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: არც მე და არცერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი გადადგომას არ ვაპირებთ
- +

28 მარტი. 2016. 19:03


საქართველოს თავადაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც თავდაცვის უწყების პირველმა პირმა განაცხადა, რესპუბლიკური პარტია არც კოალიციიდან გასვლას გეგმავს.


 

ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი რესპუბლიკელი" მინისტრი, არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიებას. წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და იმის შესახებ პარტიები მსჯელობდნენ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას, ვფიქრობ, სწორი პროცესია. ასეთი ტიპის საუბარი რომ ყოფილიყო, მე იქ ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს ორი დღე სამინისტროში გავატარე", - აცხადებს თინა ხიდაშელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner