ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„ჩემო მეგობრებო, ჩემო ნაცნობებო ,არასდროს მითხოვია თქვენთვის მსგავსი რამ, მაგრამ ძალიან უნდა გთხოვოთ, ჩემმა უცნობმა „ფრენდმა", ქალბატონმა მაკა კოხრეიძემ სამი შვილი დაკარგა. სამ საფლავს უვლის ახალგაზრდა დედა. სამი მოურჩენელი ტკივილით დადის და ივლის სიცოცხლის ბოლომდე. შვილებს მას ვერავინ გაუცოცხლობს, მაგრამ შეგვიძლია რომ სახლიდან მაინც არ გამოასახლონ 1 მარტს. ბინა რომელიც შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჩადო იპოთეკაში, თუმცა ამაოდ. სულ 20 ათასი დოლარია ამისთვის საჭირო. ჩემმა თითი „ფრენდმა" 5 ან 10 ლარი მაინც რომ გადავრციხოთ, ბინას მაინც დავიხსნით. ძალიან გთხოვთ, გული მეწვება ამ ქალბატონის შემხედვარეს. მივეხმაროთ მაკა კოხრეიძეს, სიკეთე გადამდებია. მე თქვენი იმედი მაქვს! ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკში: GE55BG0000000294612100
მიმღები დედა: ია კოხრეიძე. პირადი ნომერი 60001055881
მობილურის ნომერი 595 530 270 მაკა კოხრეიძე", - წერს ჯღარკავა.