ჟურნალისტი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში თემურ ცხოვრებაშვილის ნახატების გამოფენასთან დაკავშირებით ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს:
„ხელოვანი - ფერმწერი, მევიოლინე, ფაქიზი, დიდი ბუნების ადამიანი, ნაღდი თბილისელი, ერთგული მეგობარი... ასეთი იყო ბულდოგა - თემურ ცხოვრებაშვილი!
ფერისა და მონახაზის საოცარი გრძნობა და ტექნიკა, თბილისის ხედები და ნატურმორტები, აბსტრაქცია და მეგობრების პორტრეტები... მრავალმხრივი პიროვნება, შემომქმედი, მუსიკოსი. ასე შეიძლება დავახასიათო ბულდოგა, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებდა. მისი გარდაცვალების წლისთავზე 1997 წელს, ჩვენი მეგობრის ზაზა დარასელის დახმარებით პატარა ფილმი გადავიღე და ამით ჩვენი, მეგობრების ბულდოგასადმი სიყვარული გამოვხატეთ!
დღეს კი, მისმა ერთგულმა მეუღლემ ნინო ტომარაძემ, თემოს 70 წლის იუბილე მისი შემოქმედების კატალოგის გამოცემით და გამოფენით აღნიშნა.
დიდი მადლობა ნინო ამ სიყვარულისთვის და ბულდოგას არდავიწყებისთვის!!!", - წერს აბულაძე.