მსახიობმა, ხათუნა ბოკუჩავამ გადაცემა „პრიორიტეტის" პირდაპირ ეთერში საქართველოს პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა საგამოძიებო უწყებამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის მიმართ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ბოკუჩავამ დასძნა, რომ რასაც „ნაციონალური მოძრაობა" თვითონ აკეთებდნენ ადრე, იგივეს აბრალებენ ახლა დღევანდელ პროკურატურას.
„ჩემი აზრით ეს სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის. ამბობენ იმიტომ, რომ ალბათ რასაც თვითონ აკეთებდნენ ადრე, იგივეს აბრალებენ ახლა დღევანდელ პროკურატურას. მე ამის თქმა შემიძლია მარტო", - აღნიშნა მსახიობმა.