„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე, ნიკოლოზ მჟავანაძე გადაცემა "პრიორიტეტის" პირდაპირ ეთერში საქართველოს პროკურატურის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა საგამოძიებო უწყებამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის მიმართ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც მჟვანაძე აცხადებს, ყველაფრის მიმართ უნდობლობა არ შეიძლება.
„თქვენ თუ გაეცანით პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ პრესპრელიზს, იქ არის ნათლად ასახული თუ, რა სამუშაოები ჩაატარა პროკურატურამ აღნიშნული გამოძიებით. გამოკითხულ იქნა 50 ადამიანი, ვინც მაშინ იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამოღებულ იქნა იმ კამერების ჩანაწერები, სადაც მანქანა გადაადგილდებოდა იმ მომენტში, ამასთან ერთად ის აღრიცხვის ჟურნალი. ყველაფრის მიმართ უნდობლობა არ შეიძლება. კამერებით თუ არ დასტურდება, პიროვნებების გამოკითხვით, ანუ, მოწმეების ჩვენებებით, ჟურნალზე ჩატარებული ექსპერტიზით. ამასთან ერთად ის ადამიანები, რომლებზეც საუბრობდა ვანო მერაბიშვილი, რომ ესწრებოდნენ ამ გაყვანის პროცესს, შემდგომში მან ვერ მიუთითა კონკრეტული პირები", - განაცხადა მჟავანაძემ.