ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოცილურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ რომში ქართული სამკითხველო იქნება. პროექტი „ეკვილიბრიუმის" ფარგლებში ხორციელდება.
„გილოცავთ! დღეიდან რომში, ამ ქუჩაზე ქართული სამკითხველო იქნება. ქართული სამკითხველო იქნება მილანშიც. მადლობა ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვა ქალაქებიდან ჩამოვიდა. მადლობა სამრევლოს, მადლობა ინექსფონს და ინტელექსპრესს. არა ამოსუნთქვას! ხვალ ისევ პარიზში ვბრუნდები, არქივის დახარისხება და ლევილის ამბები. დროებით", - წერს გიორგი კეკელიძე.