logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: პასუხი უნდა აგებინოთ ამისთვის, სხვა შემთხვევაში იგივე განმეორდება...
- +

23 თებერვალი. 2017. 02:08


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელშ ინფორმაციას აქვეყნებს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს.

 

„თოვლის შემდეგ რიკოთის და ჩაქვის უღელტეხილები კატაკომბებად არის ქცეული. დროზე თუ არ შეკეთდა ტურისტული სეზონი მოდის და შედეგებზე პროგნოზებს ხელისუფლება თავადაც მიხვდება. წელს უკან დაბრუნებულები ახლობლებს მოუყვებიან ამ გზების შესახებ და მერე ამ კლიშეს გამოსწორებას წლები და ბევრი ფული დასჭირდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან საინტერესოა იმ კომპანიების სახელების გაგება, რომლებმაც დააგეს ასეთი უხარისხო ასფალტი. ის რომ სააკაშვილის დროსაა დაგებული, არაფერს ცვლის. როგორც ვიცი ბევრი მაშინდელი კომპანია დღესაც სუფევს ამ სფეროში. პასუხი უნდა აგებინოთ ამისთვის, სხვა შემთხვევაში იგივე განმეორდება და ტურიზმი შემცირდება", -წერს უძილაური. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner