logo_geo
eng_logo
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1182 ფაქტი გამოავლინა
- +

23 თებერვალი. 2017. 11:08


 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.


2017 წლის 21-22 თებერვალს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 80 დანაშაული, მათ შორის:


ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი;


ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი;


ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 11 ფაქტი;


ჯანმრთელობის დაზიანების (სსკ-ს 117-ე და 118-ე მუხლები) - 2 ფაქტი;


სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 1 ფაქტი;


ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 5 ფაქტი;


ცივი იარაღის ტარების (სსკ-ს 238-ე პრიმა მუხლი) - 2 ფაქტი;


პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა.


დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1182 შემთხვევა, მათ შორის:


წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 5 ფაქტი;


პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 24 ფაქტი;


პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;


ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) - 18 ფაქტი.


საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა.


ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი „სუბოქსინი", 1 შეკვრა ე.წ. „ბიო" და სხვა.


საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 38 პირი დააკავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner