29 მარტს, 12.00 საათზე, jandacva.ge-ის პრესკლუბში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ-პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით, შეხვედრას გამართავენ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე და კლინიკური ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ხელშეწყობის კავშირის ხელმძღვანელი რუსუდან ჯაში. სასაუბრო თემა იქნება სამედიცინო პერსონალის მხრიდან მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნა და ამ პრობლემის გამოსწორების გზები.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ ექიმების მიერ პაციენტებისთვის მედიკამენტების არარაციონალური დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე ასოციაცია კლინიკური ფარმაკოლოგიის მიმართულებით ექიმების გადამზადებასაც გეგმავს. მათ მიერ მიღებული რეკომენდაციები კი ასეთია:
1. ექიმებმა პაციენტისთვის სამკურნალო საშუალებების გამოწერისას, მაქსიმალურად იხელმძღანელონ მოქმედი კლინიკური მართვის პროტოკოლებით.
2. არაორიგინალი პრეპარატების მიღებისას რეკომენდაციაა, ყურადღება მიექცეს ფასს, ვინაიდან მთელ რიგ შემთხვევაში, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, ჯენერიკის ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს.
3. მიეცეს რეკომენდაცია საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გადახედონ ფარმაცევტული პროდუქტის ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს. რათა გარკვევით გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და სხვა სამკურნალო საშუალებები.
4. მოხდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა და მასში განსაკუთრებით გაძლიერდეს კლინიკური ფარმაკოლოგიის როლი.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24