logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრო: კონგოში დატყვევებული მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს წავიდა
- +

23 თებერვალი. 2017. 12:35




კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.


როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სოსო ოსურაული დაახლოებით 10 წლის წინ შეიარაღებული ძალებიდან წავიდა, თუმცა 2014 წელს უწყებაში კვლავ დაბრუნდა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის მარტში ოსურაულმა კონგოში კარგი შეთავაზების მიზეზით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და კვლავ წავიდა.


აღსანიშნავია, რომ ოსურაულის ძმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობს.


უწყების პრესსამსახურის განცხადებით, როგორც თავდაცვის, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროები და შესაბამისი სტრუქტურები მომხდართან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან დატყვევებულის ოჯახთან და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ მის გასათავისუფლებლად.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული მართავდა. მეამბოხეებს ტყვედ სწორედ ის ჰყავთ აყვანილი, ხოლო მეორე მოქალაქე დაჭრილია და თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner