არსებული ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარ პროკურატურაში დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება.
აღნიშნულ საკითხზე თავად მთავარ პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმეზე იგეგმება ყველა იმ პირის დაკითხვა, რომელსაც გამოძიება საინტერესოდ მიიჩნევს.