პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტია 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავს. როგორც ბრეგაძე facebook-ზე წერს, ის კენჭს იყრის იმავე რაიონში, სადაც თინა ხიდაშელი დააყენებს თავის კანდიდატურას.
„რესპუბლიკელი „ინაურის ბიჭები" დამოუკიდებლად გამოვლენ 2016 წლის არჩევნებში. პირობას ვდებ, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ხოლო პირადად მე დავდგები მაჟორიტარად იმ რაიონში (სავარაუდოდ, საბურთალო), სადაც გაბედავს კანდიდატურის დაყენებას თინა ხიდაშელი.
საქვეყნოდ გაძლევთ პირობას, რომ სამშობლოს, ეკლესიის, მართლმადიდებლობის მტერს თავისი დიდი ფინანსებით და უცხოეთის მხარდაჭერით პირწმინდად დავამარცხებ და ამ სიმსივნეს მოვაშორებ ჩვენს ქვეყანას! ხელთათმანი ნასროლია და თუ ცოლი ვერ გაბედავს, ქმარს ან მის მეგობარ ძმებ ბერძენიშვილებს ველი ბრძოლის ველზე", - წერს ბრეგაძე.