logo_geo
eng_logo
„აზრი იმის თაობაზე, თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე თავს ვიკავებთ, უსაფუძვლოა“
- +

23 თებერვალი. 2017. 14:00



პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ  აზრი იმის თაობაზე, თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარესთან შეხვედრაზე თავს იკავებენ, უსაფუძვლოა.


მამა მიქაელის თქმით, მამალაძის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი, შეხვდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს, რაზეც მათი მხრიდანაც არის მზაობა.


„ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ამისთვის და ველოდებით მამა გიორგის ადვოკატების მოსვლას საპატრიარქოში. ჩვენ შევხვდებით მათ და მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რისი თქმა უნდათ. ცნობისთვის მინდა განვაცხადო, რომ მამა გიორგის სამივე ადვოკატი ორი დღის წინ, დილით, იმყოფებოდნენ მის უწმინდესობასთან და მათ უწმინდესობა ჩააყენეს საქმის კურსში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მამა გიორგის უკავშირდება. ასე რომ, აზრი იმის თაობაზე, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ დაცვის მხარესთან შეხვედრაზე, უსაფუძვლოა. ასეთი კომუნიკაცია არსებობდა და დღესაც ვაცხადებთ მზაობას, შევხვდეთ მამა გიორგის ადვოკატებს", - განაცხადა მამა მიქაელმა.


მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, შეხვედრას თავად პატრიარქი არ დაესწრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner