საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეცნობიან.
დელეგაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას გულისხმობს.
საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.
დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.