logo_geo
eng_logo
თურქეთში ფეთჰულა გიულენის 100 მხარდამჭერი დააკავეს
- +

23 თებერვალი. 2017. 15:44



სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, ტერორისტული მიმდინარეობა „პარალელური სახელმწიფოს" (FETÖ) საქმის გამოძიების ფარგლებში, თურქეთში მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა.


სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ფარგლებში, ფეთჰულა გიულენის 100 მხარდამჭერი ძირითადად კონიის პროვინციაში დააკავეს.


შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფს 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner